თელავი თვითმმართელი ქალაქი
2013 წელს საქართველომ მიიღო დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რის შედეგადაც 2014 წელს 12 თვითმმართველი ქალაქი გაჩნდა, მათ შორის არის თელავი. ამ რეფორმის საფუძველზე ქალაქის 21 ათასი ამომრჩეველი ირჩევს მერს, 15 საკრებულოს წევრს (5 მაჟორიტარი და 10 პროპორციული), გააჩნია საკუთარი შემოსავლები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შეუძლია შიდა საკითხების გადაწყვეტა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად გათანაბრებითობის პრინციპით ყველა თვითმმართველი ქალაქი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ანუ ქალაქის ბიუჯეტი ივსება შიდა შემოსავლებით და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით. 2016 წელს თელავის ბიუჯეტის 85%ს (10391600 ლარი) შეადგენდა შემოსავლები და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გათანაბრებითობის პრინციპით ბიუჯეტის მხოლოდ 15%ის (890000 ლარი) გადმორიცხა. დაახლოვებით იგივე მონაცემებია სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც და ეს მზარდი ტენდენცია.
რამდენიმე თვის წინ მთავრობის კულუარებში გავრცელდა ჭორი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ, რომლის მიზეზად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ჭორები დაადასტურა და განაცხადა რომ თვითმმართველობის რეფორმა "სისულელე" იყო.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ურბანული განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. საქართველო ურბანიზაციის ინდექსიც 115 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. წამყვანი ქვეყნები კი განაგრძობენ დეცენტრალიზაციისკენ სწრაფვას.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსმა ბევრი სარგებელი მოუტანა თელავსა და თელავისაგან გამოყოფილ თელავის თემს (სასოფლო დასახლებებს). ორი დამოუკიდებელი ბიუჯეტით ბევრად სწრაფად და ეფექტურად ხდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. უფრო მარტივი გახდა კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელისუფლება მსჯელობდეს თვითმმართველობის გაძლიერებაზე ის ამის გაუქმებას აპირებს. არა და საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.
0 comments:
Post a Comment