კაცები ცოლებს სცემენ (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე), მაგრამ ამ დროს ქალები სრული სიმშვიდით ხვდებიან ამ ყველაფერს და ჩვეულ მოვლენად აღიქვავენ. რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახთან მიწევდა ყოველდღიური ურთიერთობა, ღამითაც მათთან ვიყავი და თითქმის ყოველდღე ვხდებოდი ძალადობის მოწმე. ღამით კაცი სცემდა ქალს (!) და ამას ქალის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ კი მეორე დილით, ღამით შეურაცყოფილ და დაზიანებულ ცოლს "საყვარელი ქმარი" მცირედი საჩუქრებით ანებივრებდა. ცოლიც დიდად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით.
ხშირად მიფიქრია დამერეკა ცხელ ხაზზე და ძალადობის ფაქტზე გამეკეთებინა შეტყობინება, მაგრამ მეორე დილით ვხვდებოდი, რომ ქალი უბრალოდ ბედნიერი იყო ასეთი ცხოვრებით.
ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი, ნაწილი ძალადობას ფინანსური პრობლემებით ხსნის, ნაწილი შვილების ბედნიერი მომავლით, ნაწილი კი უბრალოდ ძალადობას ვერ აღიქვავს.
0 comments:
Post a Comment