ზუსტად ერთი წელია ყოველ დღე ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, არა იმაზე რა ხდებოდა, არამედ იმაზე რას ვგრძნობდი. დღეს ბოლოა. ეს ბოლო ჩანაწერი იქნება იმ დღიურის რომელსაც არასოდეს არავინ წაიკითხავს.
ჩემთვის წერა საუკეთესო საშუალებაა, ემოციების დასახარჯად. თითქოს გულს ვირევ ხოლმე და საკუთარი თავიდან გამომაქვს ის ზედმეტი, რაც მახრჩობს.
ხო და მეც ვწერდი.
ერთი წელი, ყოველ დღე ვწერდი.
ყოველ საღამო ემოციებისგან გულს ვირევდი და დილით ისევ დამძიმებული ვიღვიძებდი.
აქ უნდა შევწყვიტო.
ახლა უნდა დავასრულო.
ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ ადამიანებს გამოვიგონებთ, მათ გრძნობებს და ემოციებს გამოვიგონებთ ჩვენთვის. ხო, ეგოისტები ვართ და ამ ადამიანს ჩვენთვის გამოვიგონებთ ხოლმე. მერე კი უცბად გაგვექცევა, უკან მოუხედავად წავა და მისთვის ჩვენ არაფრად არ ვრჩებით. ააიი ჩვენთვის კი მაინც მთელს სამყაროდ რჩება, მიუხედავად მისი წასვლისა.
ყველაფერს ვპატიობთ ღალატსაც და წასვლასაც.
ჩვენივე გამოგონებულ ადამიანს მივტირით არადა ის არც არასოდეს ყოფილა ჩვენი. ყველაფერს ჩვენ ვიგონებდით და ამის აღიარებას სიკვდილს ვამჯობინებთ.
ტკივილები არ ქრებიან, არა არც ნელდებიან. ყოველთვის ჩვენთან რჩებიან და ისე გაგვისისხლხორცდება ხოლმე რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია.
და ასე ჩვენი აუტანელი ტკივილებით, შეუმდგარი გეგმებითა და ოცნებებით ვცხოვრობთ. მხოლოდ ღამით როდესაც მარტო ვრჩებით მაშინ ჩავხედავთ ხოლმე თვალებში ჩვენს ტკივილებს, მოვეფერებით და ისევ ვუშვებთ ჩვენს სისხლში თავისუფალი სვლისთვის.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, იქნებ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი, იქნებ სხვანაირად უნდა მეთქვა, სხვანაირად ჩავხუტებოდი, მეკოცნა.
იქნებ
იქნებ
იქნებ სხვანაირად ყოფილიყო ახლა ყველაფერი.
მაგრამ დასრულდა. მისთვის ერთი წლის წინ, ჩემთვის კი ახლა.
მისი სურვილით და ჩემი ტკივილით.
დასრულდა
საინტერესოა 🙌
ReplyDeleteყოველთვის მოიძებნება ადამიანი რომელიც ბუნებრივი არის და შენს აზრებში შექმნა აღარ დაჭირდება, უბრალოდ იქნება ისეთი როგორიც არის...
უბრალოდ იმის უნდა გჯეროდეს რომ ყოველთვის იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე შენ გგონია. არასსოდეს დანებდე, წერა გამოგდის და გააგრძელე. 🙌😊❤️