საქართველოს ქუჩებში რთულია სიარული, განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის. მუდმივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ქალები საზოგადოების მხრიდან. ეს ყველაფერი კი უფრო მკვეთრად ჩანს საქართველოს რეგიოებში. თუ კი ოდესმე გაივლით ქართულ ქუჩებში აუცილებლად შეამჩნევთ ქალების თავდახრილ სიარულს და მათ მიმართ მიპყრობილ მშიერ მზერას კაცების მხრიდან.
დიდი ხანია უკვე შებინდებულზე არ გავსულვარ ქუჩაში. რთულია არ შეიმჩნიო მანქანებიდან გადმოყუდებული კაცების მზერა, ხშირია შემთხვევები როდესამ მხოლოდ ყურებას არ ჯერდებიან და მანქანით გვერდით მოგყვებიან. ასეთ დროს გიჩნდება უარავი კითხვის ნიშანი და შიში, ვერ ხვდები რისი გეშინია მაგრამ მაინც ცდილობ მეტ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში იარო, თითქოს ამით თავს იცავ. დადიხარ თავდახრილი შეურაცყოფის გაურკვეველი გრძნობით და ნანობ საერთოდ, რომ გამოხვედი ქუჩაში.
ამას კიდევ ემატება ჩაცმის პრობლემა. საზოგადოება გიწესებს ჩაცმის სტილს და ვალდებული ხარ ეს სტანდარტი ბოლომდე დააკმაყოფილო, ხოლო თუ შემთხვევით გადაცდომა მოგივიდა მანქანით მადევრების რაოდენობა ორმაგდება და ამას ემატება კომენტარები, რომელიც იძულებული ხარ არ შეიმჩნიო, იმიტომ რომ ქალი ხარ. იმიტომ რომ არც კანონი და არც საზოგადოება არაა შენს მხარეს.
საზოგადოება ამ ყველაფერს კი ნორმალიზებულად უყურებს. ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, მენტალიტეტის თუ რაიმე სხვის გამო ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ხოლო ქალების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებები არ აღიქმება დანაშაულად. ქალთა სექსუალური შევიწრვება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი, ეს პუნქტი არ არის გათვალისწინებული არც ანტიდისკრიმინაციულ კანონში.
რა არის გამოსავალი? სად უნდა ვეძებოთ ქალებმა სამართალი? როგორ შევზღუდოთ ქალთა დისკრიმინაცია? და კიდევ მრავალი კითხვა მიჩნდება, როდესაც ქუჩაში ჩემს მიმართ ხორციელდება მსგავსი ქმედებები. პასუხი კი მხოლოდ ერთი მაქვს სოლიდარობა (!). იმ პირობებში როდესაც ქალებს არ გვაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩენ მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩენია. გაძლიერებული სოლიდარობის გრძნობით არის მხოლოდ შესაძლებელი, უპირველესად შევამციროდ ქალთა სექსუალური დისკრიმინაცია და ხელისუფლება ვაიძულოთ გახდნენ მეტად მგრძნობიარენი გენდერული საკითხების მიმართ და ქალთა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დასჯადი.
0 comments:
Post a Comment